ფეხბურთი

23:44 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 167-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდსმენ კასილიასს გაუთანაბრდა

ევრო 2020-ის F შესარჩევი ჯგუფის მე-6 ტურის მატჩში, ხიხონში, ესპანეთის ნაკრებმა ფარერები 4:0 გაანადგურა. დუბლი მიითვალეს როდრიგომ და პაკო ალკასერმა.

6 მატჩიდან 6 მოგებით და 18 ქულით ჯგუფს ესპანელები ლიდერობენ. 11 ქულა აქვთ მეორე პოზიციაზე მყოფ შვედებს. 10-ქულიანი რუმინელები მესამე საფეხურზე დგანან. მეოთხეზე ნორვეგიელები არიან (9 ქულა), მეხუთეზე - მალტელები (3), მეექვსეზე - ფარერები (0).

ფარერებთან შეხვედრა 167-ე გამოდგა ესპანელთა კაპიტან სერხიო რამოსისთვის. ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენ იკერ კასილიასს გაუთანაბრდა.

33 წლის რამოსი ესპანეთის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს. 167 მატჩში მან 21 გოლი გაიტანა. „ფურია როხასთან“ ერთად რამოსი ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (2008, 2012), ერთხელაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (2010).

0.118217