სხვა

13:02 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აკი ბაშო - ტოჩინოშინი იჩინოჯოს ვერ გაუმკლავდა (+VIDEO)

აკი ბაშოს პირველი საშეჯიბრო დღე გაგამარუს მსგავსად წარუმატებელი აღმოჩნდა ლევან გორგაძისთვის. ტოჩინოშინი წლის მეხუთე სუპერტურნირს ცუდ ფორმაში ხვდება და შესაბამისად პირველი ბრძოლა ადვილად დათმო.

ჩვენებურის მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა იჩინოჯო გახლდათ, რომელთანაც უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. ეს აღნიშნული წყვილის 23-ე დაპირისპირება იყო და ქართველ სუმოისტს 17 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა და რომ არა ტრავმა, იქნებ მოგება-წაგების ბალანსი კიდევ უფრო გაზრდილიყო, თანაც უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იჩინოჯოსთვის ტოჩი ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა.

რაც შეეხება ლევანის მომდევნო მეტოქეს, ქართველი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ასანოიამას დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე 5-ჯერ შეხვედრილა და 2 მოგების წილ 3 მარცხი აქვს.

აქვე გეტყვით, რომ გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე ოძეკის ტიტულის დასაცავად მინიმუმ 8 მოგება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრესტიჟულ ტიტულს დაემშვიდობება და მისთვის ბრძოლა თავიდან მოუწევს.

0.117065