ფეხბურთი

15:40 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" დე ხეასთან მოლაპარაკებას დაიწყებს

ტურინის "იუვენტუსი" ესპანეთს ეროვნული ნაკრების მეკარესთან დავი დე ხეასთან კონტრაქტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებას დაიწყებს. აღნიშნული ინფორმაცია Sunday Mirror-მა გაავრცელა.

იტალიელები დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს მომავალი წლის დასაწყისიდან დაუკავშირდებიან და შეეცდებიან დამაკმაყოფილებელი პირობები შესთავაზონ.
დე ხეას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული, შესაბამისად თუ ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, ტავისუფალი აგენტი გახდება. ამავდროულად, დავიდს უფლება აქვს იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკება.

დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა. მას შემდეგ მეკარემ 366 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 377 გოლი და 129 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ესპანელი პრემიერლიგის გამარჯვებული 2013 წელს გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109887