საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ლუდოვიკ ჟიული "მონაკოს" სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გააავრცელა.
ჟიული "მონაკოს" რიგებში ორჯერ ასპარეზობდა, 1998-2004 და 2011/12 წლებში. მონაკოს გუნდთან ერთად ლუდოვიკი საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. "მონაკოს" გარდა, ჟიული "ბარსელონას", "რომას", "ლორიენის" ღირსებას იცავდა. ფრანგმა კარიერა "მონაკოს" სარეზერვო გუნდში ასპარეზობის დროს დაასრულა.