ფეხბურთი

13:57 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი "ლივერპულს" ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველი ვირჯილ ვან დეიკი "ლივერპულს" ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. როგორც The Mirror-ი იუწყება, ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს ორი წლით გაახანგრძლივებს და გუნდში 2025 წლის ივლისამდე დარჩება. ასევე, ჰოლანდიელის ხელფასი კვირაში 125-დან 200 ათას გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.

გასულ კვირას უეფამ ვან დეიკი ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და მცველად დაასახელა. ვირჯილი "ლივერპულმა" 2018 წლის იანვარში "საუთჰემპტონიდან" დაიმატა. მას შემდეგ მცველმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

0.117029