ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელის ლუის სუარესის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა ფეხბურთელმა "ვალენსიასთან" ითამაშოს. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.
ესპანური გამოცემის ცნობით, სუარესმა ტრავმა თითქმის მოირჩინა, შემდეგ კვირას გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და ამის შემდეგ გადაწყვდება მისი "ღამურებთან" მონაწილეობის ბედი. ლუისმა კოჭის ტრავმა პირველ ტურში "ბილბაოსთან" შეხვედრაში მიიღო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სუარესი კი არა მესიზე არ ისმის არაფერი,ისიც კი დაიწერა ბართომეუსთან დაძაბულობის გამო სპეციალურად არ თამაშობს და არანაირი ტრავმა არ აქვსო.იმის საუბრებიც კი დაიწყეს რომ გაისად შეიძლება საერთოდ დატოვოს ბარსელონა