აკი ბაშო ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მარცხით დაიწყო. რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში მოასპარეზე გაგამარუს მეტოქე დასავლეთის მე-9 ნომერი კიოკუტაისეი იყო რომლის ბარიერიც ჩვენებურმა ვერ დასძლია და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა.
ეს აღნიშნული წყვილის მე-11 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც კიოკუტაისეიმ 8 ორთაბრზოლა მოიგო და მხოლოდ 3 შეხვედრაში დამარცხდა.
მეორე საშეჯიბრო დღეს გაგამარუს მეტოქე ჯურიოს მერვე ნომერი კეისეი იქნება, რომელმაც პირველი შეხვედრა იჩიამამოტოსთან ოშიდაშით მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ ქართველ გოლიათს ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად მინიმუმ 6 გამარჯვების მოპოვება მართებს. აკი ბაშო კი დღეიდან 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.