საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგ მეხუთე შეხვედრას დღეს, თბილისში, დანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებს.
წინა ოთხი მატჩიდან „ჯვაროსნებისთვის“ მაინც და მაინც, მოსაწონი არაფერი მომხდარა და ბუნებრივია, გიბრალტართან საშინაო გამარჯვება დიდ ნუგეშად ვერ ჩაითვლება. უშუალოდ დანიასთან კი სამიოდ თვის წინ კოპენჰაგენში მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ - 1:5.
დანია მეტად სოლიდური გუნდია, რომელიც თბილისში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვიდა. ლოგიკურიცაა, სკანდინავიელები ფინალურ ეტაპზე მოხვედრას უმიზნებენ და ქულების განიავების უფლება ჯგუფში არსებული ვითარებიდან გამომდინარე პრაქტიკულად აღარ აქვთ.
დანია თბილისს მეორედ ესტუმრა. პირველად ეს 2004 წლის შემოდგომაზე მოხდა და მაშინ ალენ ჟირესის გუნდმა არაფერი დაუთმო გამოცდილ მეტოქეს - 2:2. სწორედ ეს თამაში გაიხსენა იონ დალ ტომასონმა, რომელიც მაშინ დანიელთა ბომბარდირი იყო, ახლა კი მთავარი მწვრთნელის, ოგე ჰარეიდეს ასისტენტია, თუმცა ვინაიდან ნორვეგიელი ჯანმრთელობის პრობლემის გამო თბილისს არ სტუმრობს, სწორედ ტომასონი შეასრულებს მის მოვალეობას.
იონ დალმა ის თამაში დადებითად გაიხსენა და აღნიშნა, რომ კარგად ახსენდება, რადგან დუბლი შეასრულა. თუმცა, მაშინ დანიისთვის მთლად კარგი შედეგი არ დაფიქსირებულა და ისტორია რომ გამეორდეს, არგვგონია ტომასონს ისევ კარგად გაახსენდეს თბილისური ფრე, ოღონდ ხელმეორედ. ცხადია, ეს მოედანზე გამოჩნდება, ვინ როგორ გაიხსენებს სამომავლოდ დღევანდელ დაპირისპირებას.
სკანდინავიელებმა სამი დღის წინ გიბრალტარში ივარჯიშეს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) და ექვსი უპასუხო გოლი გაიტანეს. საქართველომ კი იმავე დღეს სტამბოლში სამხრეთ კორეასთან ნაყოფიერი სპარინგი ჩაატარა - 2:2. მართალია, შესაძლოა გაგვახსენდეს თამაშგარე მდგომარეობები (ოთხიდან სამი გოლი), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაისის გუნდს სხვა საგოლე მომენტებიც მრავლად ჰქონდა და ნამდვილად შეეძლო, რომ სონი და კომპანია დაემარცხებინა. სლოვაკმა ამ შეხვედრაში ახალი სახეებიც გამოსცადა, ზოგიერთები კი ახალ პოზიციებზე მოსინჯა. მოკლედ, მართლაც სასარგებლოდ და ნაყოფიერი სპარინგი გამოდგა.
საქართველოს ნაკრები და სასტარტო თერთმეტეული
კარს ალბათ გიორგი ლორია დაიცავს, რომელსაც სამი დღის წინანდელ სპარინგში არ უთამაშია, მაგრამ ვიცით, რომ ვაისი მას ენდობა. დაცვას რაც შეეხება, უნდა ვივარაუდოთ ცვლილებები. მარჯვნივ ოთარ კაკაბაძე გაირჯება, გურამ კაშიას კი ალბათ ამჯერზე გია გრიგალავა შეუწყვლდება არსებული დანაკლისიდან გამომდინარე. სამხრეთ კორეასთან ცენტრში ჯიმი ტაბიძემ ითამაშა, მაგრამ ახლა მას უფრო მარცხენა მცველად უნდა ველოდოთ, ხოლო ლევან ხარაბაძეს სათადარიგო სკამზე. ალბათ ეს გადაწყვეტილება იმ ლოგიკას დაექვემდებარება, რომ ტაბიძე მეორე სართულზე, ფიზიკურ ორთაბრძოლებში უფრო ძლიერია, ვიდრე ხარაბაძე - დანიელთა კოზირიც კი ხსენებული კომპონენტებია.
ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში ბუბა დაუშვილის გამოჩენა გასაკვირი არ იქნება. ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც გადაკვრით თქვა ამის შესახებ. დაუშვილი კანკავას სტილის მოთამაშეა და ალბათ სლოვაკმა სწორედ ჯაბას დისკვალიფიკაციის გამო უხმო პირველ რიგში. ვინ იქნება მისი მეწყვილე? ნიკა კვეკვესკირი დაშავებულია, აზიელებთან ამ პოზიციაზე ვაისმა კიტეიშვილი გამოსცადა და სწორედ ის იქნება ფავორიტი. თუმცა, არც გიორგი აბურჯანიას მივიწყება ივარგებს. საყრდენად თამაში ვაკო გვილიასაც შეუძლია.
ფორვარდს უკაბ სამი შემტევი ფეხბურთელიდან ერთი პოზიცია ვაკო ყაზაიშვილის იქნება, მეორე ვაკო გვილიას, ხოლო მესამე სავარაუდოდ, ჯანო ანანიძის. გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე კი გიორგი ქვილითაია ამჯერად უალტერნატივოა.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე; დაუშვილი, კიტეიშვილი; ანანიძე, გვილია, ყაზაიშვილი; ქვილითაია
კვლავ სავსე ლაზარეთი
ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ვლადიმირ ვაისს სამი ცენტრალური მცველი ტრავმის გამო დააკლდება - სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა და ლაშა დვალი. აგრეთვე ტრავმები აქვთ ნიკა კვეკვესკირსა და ზურიკო დავითაშვილს, რომელსაც კორეელებთან დებიუტი ჰქონდა და სწორედ ამ თამაშში დაშავდა, კაპიტანი ჯაბა კანკავა კი დისკვალიფიცირებულია. მოკლედ, სლოვაკს შემადგენლობის მხრივ საფიქრალი ნამდვილად არ აკლია.
ურთიერთშეხვედრები
დანიასთან საქართველოს საკმაოდ ცუდი მოგონებები აკავშირებს - 4 მატჩი და ერთადერთი ფრე. ეს პირველ დუელში 2004 წლის 17 ნოემბერს (2:2), ხოლო შემდეგ 2005 წლის 7 სექტემბერს, კოპენჰაგენში დანიამ 6:1 იმარჯვა. მომდევნო მატჩი 2013 წელს ამხანაგურად შედგა და ამჯერად ბრძოლაც გაიმართა - 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ. აი, ბოლო დაპირისპირება კი 10 ივნისით თარიღდება და დანიელებმა 5:1 იმარჯვეს. საბა ლობჟანიძემ კასპერ დოლბერგის გოლი იდეალური კონტრშეტევით კი გაქვითა, მაგრამ ეს კოპენჰაგენური საღამოდან „ჯვაროსნების“ ერთადერთი ნათელი მოგონება გახლავთ.
დღეს კი, საქართველოს ნაკრები ეცდება მეტოქესთან რევანში აიღოს, ყოველშემთხვევაში ადვილად გასეირნების შესაძლებლობა მაინც არ მისცეს. ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება დანიელთა წინააღმდეგ მიჯრით სამმატჩიანი წაგებების სერიის შეწყვეტა და იმავდროულად, თბილისში წაუგებელი თამაშის გაგრძელება (კონკრეტულად დანიასთან).
ვთქვათ ისიც, რომ მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზეა" დაგეგმილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=chGP-6qux4g')>0?'https://www.youtube.com/watch?v=chGP-6qux4g':'https://www.youtube.com/watch?v=chGP-6qux4g'))
უნგრეთი U19 - U19 საქართველო
დდდდდდდდდდდ
ყველამ ისწავლა თამაში.
სომხები- ბოსნია რა თამაში მიდის..2-2..კოსოვომ ქნა..მაკედონიამაც, ბელორუსმაც..აღარაა ჩვენი ჯერი??
ფრეც ძალიან მაგარი იქნება..ტოტალიზატორის ამბავში კი 2 და მეტ გოლი 90 პროცენტით მგონია, ეგრეც ვდებ
გამარჯვებას რო ელოდება ბევრი აქ ძალიან მიკვირს იმ ხალხის.რა კრიტერიუმით ჯობია ჩვენები დანიელებს რო რამის მოლოდინი გვქონდეს?? საქართველო თუ უგებდა თავისი კალიბრის გუნდებს თორე დანიისნაირ გუნდთან რაღაც მცირე გამონათებები თუ გვექნება. რუსეთი,შოტლანდია,ბულგარეთი,ხორვატია.აი ეს ქვეყნები მახსენდება მხოლოდ
მუშნი
მეგობარო ამერიკაში ხარ ამჟამად? რაღაც მაინტერესებს და გკითხავ თუ საიტზე ხარ შემოსული....
პირველ რიგში კარგ თამაშს ველოდები შემტევს, 2გოლს შევუგდებთ მგონია
)) ესეც ჩემი ვარაუდია სასტავის:
ოქრი დაგლიჯავს დღეს მაკრატელა გბინდა ოქრი
ლორია კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე,
აბურჯანია, გვილია, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია.
შანსი არაა, ერთი დვალიშვილისებრი როგორ არ უნდა გაურიოს ვაისმა.
დანია 3ქულით დაბრუნდება სახლში
სამაგიეროდ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშებთ : )
თენგაბი - შენ ალბათ იმას გულისხმობ რომ ჩვენ ბურთთან უფრო შენობით ვართ (როგორც ამას ერთი კომენტატორი ამბობს). ანუ უფრო ვმატაობთ
. მაგრამ რატონღაც დანიასთან ჯერ 1-6 და მერე 1-5 გვაქვს წაგებული
დანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს ეტყობა, რომ კონკრეტული სკოლის პროდუქტია. სკანდინავიაში მითამაშია და ვიცი მათი სისტემის შესახებ.
ფიზ. აღზრდა, კორდინაცია, უმაღლეს დონეზე აქვთ. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ჩემპიონი ნაკრებია.
მომდევნო თაობაც ძალიან მაგარი ჰყავდათ - სორენსენი, ჰელვეგი, ლაურსენი, რომედალი, იორგენსენი, გრონკიაერი, ტოფტინგი, გრავესენი, იორგენსენი, ტომასონი, ებე სანდი - გადასარევი თაობა იყო.
ეხლა ცუდ დღეში არიან, მაგრამ მაინც იგივე სკოლაა, იგივე პროდუქტია.
თენგაბის მტკიცებით,ჩვენ გენეტიკური უპირატესობა გვაქვს დანიელებთან
ნეტა დაუშვილმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვოს, მაგრამ მაგის დაყენება და წაგება ერთი მგონია.
ახლა კიდე გრიგალავა შევამჩნიე, რომელმაც ტულა გამოაგდებინა ნეფთჩისთან, ისეთები აკეთა
ამ წვიმაში ბუბა მაგრად იჩხუბებს : )))
ისედაც რაგბისტის კასკით არის
მარჯვენა შემტევად ვინ შეიძლება დააყენოს?
საერთოდ არ აქვს არჩევანი.
შენგელია არც დღეს არ იქნება?
როგორ არა.შენგელია-გაბედავა-კოხრეიძე უნდა იყოს შეტევა.კაპანაძე და ქიმაძე ზაპასში.ლაკვეხელიანს უნდა მისცენ მთელი მარცხენა ფლანგი,ჰოდა მე და შენც უნდა გვიპოვონ სადმე ადგილი
სად აიღე? ჰიბრიდია?

თამაში მინდა
მარაკანაა შენი ადგილი
საღოლ
))))
მგონი დროა ჩვეულებრივი შესარჩევიდან კოსოვოს გასვლა ვინატროთ, თორემ ერთა ლიგაზე მაგათ ვერ მოვუგებთ! და საბოლოოდ მოგვეჭრება კისერი. კოსოვოს ჩახსნის შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონია იქნება მთავარი ფავორიტი, რომელიც ალბათ გავა კიდეც, მაგრამ კოსოვოსთან დამარცხება კუბოში ჩაჭეედებული ბოლო ლურსმანივით იქნება და არ მინდა მაგათთან თამაში.
აბა ვიღას უნდა მოვუგოთ?დანიას,ირლანდიას შვეიცარიას ვერ ვუგებთ.კოსოვოსაც ვეროო და აბაა ფარერებს ყველგან არავინ დაგვაჯახებს.დდდდდდდდდდდდდდ
ისეთი სუნი ასდის ამ ამბავს ბალკანელებს დარჩებათ საგზური..ბელორუსიას თბილისში ალბათ გავაგდებთ მაგრამ მერე არა მგონია რამე შევძლოთ, ერთი ეგაა ფინალი სად გაიმართება გააჩნია.
მარტამდე დროა.
რაც არ უნდა მოხდეს მთავარი იმედი ჩაკვეტია იქნება და ფორმაში თუ შევიდა შანსი გვექნება.
ეგ იმ კატეგორიის ფეხბურთელია რომელიც თუ თამაშობს სხვებსაც მაგრად ათამაშებს.
საშუალო სიძლიერის ნაკრები მაინც რომ გვყავდეს მოგებაზე გვექნებოდა ამბიციაა,მაგრამ რეალობა რაცაა იქიდან უნდა გამოვიდეთ ხოდა ფრე დღეს წარმატება იქნებაა.რაც შეეხება კოსოვს და ერთა ლიგას.ეს შანსი მაინც უნდა გამოიყენონ და მივაღწიოთ პირველ დიდ წარმატებას.
კოსოვო მგონია ერთა ლიგის ფავორიტი კოსოვო თუ გავიდა მაშინ სხვა გუნდი ჩაანაცვლებს რეიტინგის მიხედვით
ლუქსემბურგი.
გავალთ
ჩვენ მოვიგოთ
კოსოვო თუ ჯგუფიდან გავიდა, მაშინ ამ ჭ ლიგაში როგორ იქნება საქმე? ფინალში ალბათ კოსოვო გავა და ჩვენ რომ შევხვდეთ და წავაგოთ,მაინც ჩვენ გავალთ ევროპაზე?
თუ ჯოსოვო გავიდა ჯგუფიდან და ჩვენ ბელორუსი გავიარეთ მერე ლუქსემბურგს ვხდებით
არა ძმაო, კოსოვო თუ გავიდა ყველაფერი იცვლება.
ნახევარფინალში ლუქსემბურგს ვხვდებით და ბელარუსები მაკედონიას ეთამაშებიან.
ისტორია (2-2) ნაღდად არ გამეორდება იმიტომ რომ ჩვენ მოვიგებთ !
ყაიმს ჩავთვლიდი წარმატებად, დავითაშვილმა სერიოზული ტრამვა ხომ არ მიიღო?! ეგ მაინც არ დაითარსოს..
ამ თამაშს შიშით ველოდები. არა იმიტომ რომ დანიელებზე ცუდი ფეხბურთელები გვყავს. პირიქით, ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელები დანიელებს არაფრით ჩამოუვარდებიან. მაგრამ გუნდი დანიისა აშკარად გვჯობია. ჩვენი ნაკრები გათითოკაცებული თერთმეტი კაცის კრებულია, რომელიც გასული საუკუნის, ჩამორჩენილ, შეიძლება ითქვას, ეზოს ფეხბურთს თამაშობს. არავითარი ორგანიზებულობა, არავითარი ტაქტიკა, არავითარი აზროვნება, არავითარი სისწრაფე, არავითარი კოორდინაცია. ასე მგონია ვაისის ფუნქცია მარტო თერთმეტი კაცის დაყენებაა.
მოკლედ, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ ვაისის ხელში მეტს არაფერს ველი და უნდა ვიყოთ უფლის სასწაულის ან შემთხვევითობის იმედზე.
ჩვენი ფეხბურთელები დანიელებს არაფერში ჩამოუვარდებიან???? იქნებ გადაგეხედა რა გუნდებში არიან დანიელები და რა გუნდებში ჩვენები
კი ჩამოუვარდებიან აშკარად.. კვირკველია თუ გაქაჩავდა დანიის დონის გუნდში თამაშს, მეტი ვინ?
მაგლოგიკით იქნებ კოსოვო შეგედარებინა ჩეხეთს
რა კოსოვო რა ჩეხეთი კონკრეტულად დანია საქართველოზე მაქ საუბარი. შედარება არ შეიძლებაა მათთან იმხელა უპირატესობა აქვთ. ტაქტიკურ და ფიზიკური კუთხით. მასე ჩვენც მოვუგეთ ესპანეთს მაგრამ ვჯობივართ ფეხბურთელებით?
რას ვერ გებულობ? ჩეხეთს უფრო მეტი უპირატესობა გააჩნია კოსოვოსთან, ვიდრე დანიას საქართველოსთან, ხოლო თუ გავითვალისწინებთ გენებს, ტრადიციებს, პოტენციას, მწვრთნელის კვალიფიკაციას, ზოგადად საქართველო არაფრით ჩამოუვარდება დანიას. გამოხვიდე და უნდა ითამაშო კაცურად, ისე როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ რიცხვმრავალი და უკეთ შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ. და არა მონური მენტალიტეტით.
ესპანეთს კი მოუგეთ მაგრამ ამხანაგური. გადამწყვეტი თამაში ერთი გვაქვს ხორვატებთან მოგებული, რუსებთან 12 წლის წინ და მესამე ადრე ბულგარეთთან. დანარჩენი ისე იგებდნენ ჯგუფში ჩარჩენილები რო იყვნენ უკვე ჯგუფში. 29 წელში 3 თამაში ძალიან ცოტაა
ჩემი აზრით პრობლემა თვითონ ჩვენშია: გულშემატკივრებში. ხვალ წავალთ ისევ გავავსებთ სტადიონს, ფეხბურთელებს ვაფიქრებინებთ რომ იმსახურებენ და ღირსები არიან სავსე ტრიბუნების, გაუტოლდებიან დასწრების მხრივ გერმანია/საფრანგეთს და ვითომც არაფერი, თითქოს ასე უნდა ყოფილიყო და ამ არარაობებზე ათასობით კაცს უნდა ევლო სტადიონზე. კარგით რა! ერთხელ ავაგოროთ პიარი რომ სტადიონზე ერთი კაციც არ მივიდეს იქამდე სანამ ნაკრები ისევე არ იბრძოლებს თუნდაც როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი იბრძვიან და ისე არ დაღვრიან სისხლს მინდორზე როგორც ჩვენი ზემოაღნიშნული მეზობლები. აგერ შეხედეთ კოსოვო რეებს აკეთებს. ამათ გვინდა გავცდეთ? რა სასცილოები ვართ..
ესეთი ვრედნი დამოკიდებულება იშვიათია.
ბევრად ცუდი გულშემატკივარი ხარ ვიდრე ლობჟანიძე ფეხბურთელი იყო.
შენ მაგას ვერ გაიგებ ამიტომ არ ინერვიულო
) ტიფოზებს ან თურქებს შეხედე ხოლმე რას აკეთებენ მსგავს შემთხვევებში და იქნებ ცოტას მიხვდე მაგრამ არც ეგაა პრობლემა თუ ვერც მაგას მიხვდები
)
ნუ ბრაზობ ძმაო.
გულშემატკივრობა რთულ დროს არის საჭირო, რაც უფრო მძიმე მდგომარეობაშია გუნდი მით უფრო მხურვალედ უნდა დაუჭირო მხარი.
ეს სისხლის დანთხევა მოედანზე ძაან გადამეტებული წარმოდგენაა, საერთოდ, რომ სცილდება ფეხბურთს.
შემართება კიდე ფსიქოლოგიური მომზადებით მოდის და არა ზურგშექცეული გულშემატკივარით.
არ ბბრაზობ რათქმაუნდა. უბრალოდ შენი კომენტარიდან ჩანს რომ ვერ გაიგე რაც დავწერე და შესაბამისი პასუხიც დავწერე. სისხლისდანთხევაა სწორედ ის რასაც ირლანდიელები, თურქები, ისლანდიელები, კოსოვოს უბნელები(რომელი ერთი ჩამოვთვალო) აკეთებენ. ჩვენ კიდე რასაც ვაკეთებთ ძირითადად არის რეკორდები რომლითაც დავავაჟკაცეთ ფარერები, მალტელები, ყაზახები, უზბეკები, ანდორელები და აქაც რომელი ერთი ჩამოვთვალო? და ზოგადად ყელში ამოვიდა 20 წელი დავდიოდე სტადიონზე ქვეშაჯ.ია გუნდის საქომაგოდ და ვნატრობდე ფრეს სახლში ავსტრიასთან, ირლანდიასთან, უნგრეთთან, ნორვეგიასთან, პოლონეთთან. და თან ვუვსებდე სტადიონს, ათასობით კაცი მოდიოდეს რეგიონიდან და წასვლის პრობლემა ქონდეთ ღამე, და რის ან ვის გამო.. ესაა ნაკრები და ეს ფედერაცია? ვაისს რას ერჩით, ჩავუხადეთ გვიხმარეო და გააკეთებს ფულს აბა რას იზამს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? აი რო დავხვდებით და ავტობუსს გადავატრიალებთ ან ფედერაციის შენობას ჩამოვშლით მერე მოვლენ აზზე და აუთამაშდებათ ერთი ადგილი..
შენ თუ ბოლო 20 წელს ერთნაირად აფასებ ძალიან დიდი შეცდომა მოგსვლია. მე ვთამაშობდი 17-წლამდელებში , ცანკერის დროს. ამ ფედერაციას როგორ შევადარებ იმათ.. ის გიჟი გერმანელიც ეღადავებოდა ფულის გარდა არაფერზე ფიქრობენო.
ამ ფედერაციასთან ბევრი პრეტენზია მაქვს , მაგრამ თავის საქმეს აკეთებენ. იმდენი სტადიონი და ბაზა ააშენეს რამდენიც 90-ანების მერე მოყოლებული არ აშენებულა. მაგაზე ოცნებობდა ჩემი თაობა, ესენი კიდე აკეთებენ.
ჩემ დროს გაბაშვილები სტადიონებს ანგრევდნენ და კორპუსებს აშენებდნენ.
ნაკრებს რაც შეეხება, ვაისზეც იგივეს ვიტყოდი. ხუთ მცველიან ტაქტიკას, რომჩამოგვაშორა იმდენი ვლოცე სიცოხლის ბოლომდე ეყოფა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩანს, რომ ბევრი შეცდომა აქვს, შემადგენლობის შერჩევის და შეცვლების გაკეთების კუთხით.
ამ კონტრაქტით კიდე უკეთეს მწვრთნელს ვერ მოიყვან, ქეცბა ბევრად მეტს იღებდა, ცხადაძე ბევრად მეტს იღებდა, ტოპმიულერი და კუპერი კიდე საერთოდ ჩვენ გავამდიდრეთ. მერე პლუს ჯარიმები უხადეს.
რეალურად სამზადისი ჩანს მარტისთვის.
მე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. და ალბათ ყველა მწვრთნელი ეგრე მოიქცეოდა.
ჰოდა ეს გაგიჟება, ჭკუიდან გადასვლა და ბოლო ოცი წელი ერთი და იგივე ხდებაო რო იძახი , მაგრად ყოფილხარ რეალობას აცდენილი.
მართალი ხარ.