ფეხბურთი

1:07 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი ევრო 2020-ის შემდეგ გერმანიის ნაკრებიდან წასვლას გეგმავს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ტონი კროოსი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. 29 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ევრო 2020 დიდი ალბათობით, მისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.

„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შესაძლოა კარგი მომენტი იყოს გერმანიის ნაკრების დასატოვებლად. თუ წასვლა ევროპის ჩემპიონის ტიტულის გარეშე მომიწევს, თავს ნამდვილად ვერ მოვიკლავ. ვფიქრობ, შესაფერისი მომენტი იქნება ნაკრებიდან წასასვლელად“, - თქვა კროოსმა.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ კროოსმა ფეხბურთიდან წასვლის თარიღიც დაასახელა (33 წლის ასაკში), როდესაც „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურება, ხოლო კარიერის ბოლოს ჩინეთში ან აშშ-ში წასვლა გამორიცხა.

ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 93 მატჩში კი მეტოქეთა კარში 15 გოლის გატანა შეძლო.

0.116676