ჩოგბურთი

19:23 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი: „დიდი ოთხეულის ერა დასასრულს უახლოვდება“

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კაცთა თანრიგში მისი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბრიტანელი ენდი მარის დომინირების ეპოქა დასასრულს უახლოვდება.

„თითქმის 15 წელიწადია ეს ოთხი ადამიანი ყველაფერს ვიგებთ. მააგრამ, ადრე თუ გვიან, მოვა დრო და ჩვენი ეპოქაც დასრულდება. მე 33 წლის ვარ, ნოვაკი -32-ის, როჯერი -38-ის, ენდი - 32-ის. დრო ადგილზე არ დგას. ეს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ამბავია. არ ვნერვიულობ ამაზე. ჩოგბურთში ყოველთვის იქნებიან დიდი ჩემპიონები.“ - ციტირებს ნადალის სიტყვებს Tennis World USA.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 8 სექტემბერს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ნადალი რუს დანილ მედვედევს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11625