კატალონიის „ბარსელონას“ ამომავალმა ვარსკვლავმა ანსუტ ფატიმ გადაწყვეტილება მიიღო და ესპანეთის ნაკრებში თამაში სურს.
Sport-ის ცნობით, 16 წლის შემტევმა უკვე საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ მომავალში „ფურია როხას“ ღირსება დაიცვას. ფატი გვინეა-ბისაუში დაიბადა, მაგრამ პორტუგალიაში გაიზარდა და სწორედ ლუზიტანელთა რიგებში გარჯას ურჩევნია ესპანეთის ნაკრების ღირსების დაცვა.
შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატის „ბარსელონას“ რიგებში მიმდინარე სეზონში ჰქონდა დებიუტი და უკვე გოლის გატანაც მოასწრო.