ფეხბურთი

16:05 | 7.09.2019 | ნანახია 843 - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რომ დანიამ თავი უსაფრთხოდ არ იგრძნოს"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა დანიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 23 წლის ფეხბურთელის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, რომ მეტოქემ თავი უსაფრთხოდ არ იგრძნოს.

„დანიის ნაკრები ყველამ ვიცით, რომ ძალიან მაღალი დონის გუნდია. წინა თამაში 1:5 წავაგეთ, მაგრამ იყო შეცდომები, რომელიც რომ არ დაგვეშვა, შეიძლებოდა სხვა ანგარიშის დაფიქსირება. ხვალ კი ვფიქრობ, შეტევის ხარისხი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გვაქვს, არ უნდა დავდგეთ დაცვაში და უნდა შევუტიოთ, რადგან მეტოქემ იგრძნოს, რომ დაცულები არ არიან და საფრთხის შექმნა ჩვენც შეგვიძლია“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:47 | 07.09.2019
Shevche (15054)

კარგი ბიჭია კიტე, მაგრამ ფსიქოლოგიურად უჭირს, ძალიან აშკარაა. დაძაბულად თამაშობს. ვერ იჯერებს, რომ, მაგალითად, შეიძლება გოლი გაიტანოს.)) დაკომპლექსებულია

20:56 | 07.09.2019
alfadhirhaiti (7530)

შევჩე, შენც მიგაჩნია, რო კორეელებს არ აინტერესებდათ საქართველოს ნაკრებთან მატჩი?
ძალიან უტოპიური მგონია ეგ მოსაზრება, მარტო საქართველოს ნაკრები თუ მოეკიდება მატჩს ზერელედ, რომელიც რეიტინგზე პირდაპირ აისახება. რატო უნდა გაატანო ქარს იმხელა ქულები, რო შენზე დაახლოებით 60 საფეხურით ქვემოთ მდგარ ნაკრებთან არ მოიგო და თან ისტორიაში ჩაუწერო. გულშემატკივრების ხათრი მაინც უნდა გქონდეს.

22:36 | 07.09.2019
Shevche (15054)

ნუ, ამხანაგურ თამაშში მოტივაცია ყველას ნაკლებად აქვს. მათ შორის ჩვენს ნაკრებსაც. მაგრამ პირველ ტაიმში ჩვენი უპირატესობა და ბურთის ფლობა შემტევი შემადგენლობის დამსახურება უფრო მგონია, ვიდრე იმის, რომ იმათმა არ მოინდომეს.
მეორე ტაიმში შემოყარა ვაისმა შეშები)) და იმიტომაც გვაჯობეს მეორე ტაიმში

19:31 | 07.09.2019
UXXUCES (134)

მე ვფიქრობ რომ კორეა უმოტივაციოდ თამაშობდა ეს იგრდზნობოდა მთელი თამაშის დროს ..დზალიან მინდა რომ ქართველების კარგ თამაშს დავაბრალო მაგრამ ესე არააა.. თუ დააკვირდით სულ რამდენჯერმე მოუმატა კორეამ ტემპს და ყველა მომენტში სახიფათო მომენტები შექმნეს კარგად გამოიყურებოდა ქვილითაია დავითაშვილი აბურჯანია კაკაბადზე ... ცუდი იყო ხარაბაძე ტაბიდზე ..ყაზისჰვილი კარგია მაგრამ ზედმეტად ღორობს ოქრიაშვილს ძალიან მოკლებულიაქვს აღარაა ის რაც იყო.. დავითაშვილის დზალიან მეიმედება როგორც გავიგე ძალიან მშრომელია და დარჭმუნებული ვარ კიდევ გაიზრდება მისი კლასი

20:02 | 07.09.2019
salazar (1835)

ტაბიძეს რას ერჩი?

16:34 | 07.09.2019
mjgiri (8951)

კიტეიშვილი>მესი

16:23 | 07.09.2019
alfadhirhaiti (7530)

თუ წაგებაა, 1 ბურთი მაინც გაიტანეთ, თორე ამომასხამს, სომხები და თათრები როგორ უნდა გჯობდნენ გატანაში.

16:12 | 07.09.2019
salazar (1835)

____________ლორია

კაკაბა_________კაშო_________ტაბიძე_______ხარაბაძე (არ მომეწონა კორეასთან , მარა მაინც)

___________გვილია________აბურჯანია (ვაისი ალბათ კიტეს უფრო დააყენებს)

____ოქრი___________ჯანო_________ვაკო

_______________ქვილითა_____________


მაინც ძაან შემტევი გამოდის.
ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გვილია, კიტე და აბურჯანია ერთად დააყენოს.
ან ბუბა შეაგდოს ეგრევე.

თუმცა ასე შემტევი გუნდით თუ ითამაშებს მე აუგს არ ვიტყვი, თუნდაც გაგვხიონ მგონია, რომ უნდა სცადოს. ყველა თანამედროვე გუნდი უკვე ეგრე თამაშობს, არც დე იონგია ხისტი და არც კოვაჩევიჩი, მაგრამ კი თამაშობენ მაგ ზონაში.

ჩვენც უნდა ავუწყოთ ფეხი.
მარტო ნაჯახი ფეხბურთელით თამაში არაფერს მოგვცემს.

არაბა და ზარანდია ნაკრებს სჭირდება. არა ერთხელ გამოჩენილა ეგ ამბავი და კიდევ გამოჩნდება. აი საერთოდ არ მგონია, რომ კვარა არაბას რამით ჯობდეს , ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.

0.124244