ფეხბურთი

14:25 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი თავს საუკეთესოდ მიიჩნევს, მაგრამ პოლონეთის ნაკრებში სათადარიგო მეკარის როლშია

პოლონეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ რამდენიმე დღის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა, რომელიც ხუმრობასაც შეიცავდა და აღნიშნა, რომ ყველა დროის საუკეთესო მეკარეა:

„რომაში“ ყოფნის დროს ჩემი შემცვლელი ალისონი იყო, რომელიც ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ამჟამად კი, „იუვენტუსში“ ყველა დროის საუკეთესო მეკარე ბუფონია ჩემი შემცვლელი. გამოდის, რომ მსოფლიოს საუკეთესო და ყველა დროის საუკეთესო მეკარეც მე ვარ“, - იხუმრა შჩესნიმ.

თუმცა, ასეთი ამბიციური განცხადებიდან ორ დღეში ვოიცეხი პოლონეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. პოლონელები სლოვენიას ესტუმრნენ, 0:2 წააგეს, შჩესნი კი თადარიგში დარჩა. სამაგიეროდ კი, ლონდონის „ვესტ ჰემის“ 34 წლის მეკარემ, ლუკაშ ფაბიანსკიმ ითამაშა.

როგორც ჩანს, ვოიცეხ შჩესნიმ დასკვნების გაკეთებისას მეტისმეტად აჩქარდა.

0.120088