ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს Nike-სთან 162-მილიონევროიანი კონტრაქტი აკავშირებს. Football Leaks-ზე დაყრდნობით გერმანული Der Spiegel-ი წერს, რომ პორტუგალიელსა და ამერიკულ კომპანიას შორის 10-წლიანი კონტრაქტი არსებობს, რომლის თანახმად რონალდუ წელიწადში 16.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
გარდა ამისა, დამატებით 4 მილიონი ევრო, პრემიის სახით, გამარჯვების შემთხვევაში გადაეცემა. მაგალითად თუ „ოქროს ბურთს“ ან FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს.
წყაროს თანახმად, ხელშეკრულება 2016 წლის სექტემბერშია გაფორმებული და 2026 წლის შუა პერიოდამდე ძალაში იქნება. შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი ბურთი კი ჭედა
ზაპატა კუალიარელა პიონტეკის ბულკნალდო

ევერტონის, ლაუტაროს, კოუტინიოს, ფირმინოს, ჟეზუშის ჩმესი
ეგრე მთელ აიაქსს ჩამოვწერ და ურუგვაის :დდ ბომბარდირებში რო ასეთი ხალხი გაგასწრებს ტეხავს :დდ 1 კიდე ხო მარა 3???
თუ 162 აიღებს 10 წელიწადში მაშინ წლიურად 16.2 გამოდის და არა 10.2