კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესის კონტრაქტს რეალური ვადა არ გააჩნია და გუნდის დატოვება 2021 წლამდეც (როდესაც კონტრაქტი ეწურება - რედ) თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.
მიუხედავად ამისა, ბართომეუსთვის სანერვიულო არაფერია და მიიჩნევს, რომ არგენტინელი „კამპ ნოუზე“ 2021 წლის შემდეგაც დარჩება.
„მესის შეუძლია „ბარსელონა“ 2020-2021 წლების სეზონამდე დატოვოს. კარიერის დასრულება ან სხვაგან წასვლა სათამაშოდ, სადაც მოუნდება. თუმცა, მსგავსი პუნქტი კონტრაქტში პუიოლს, ჩავისა და ინიესტასაც ჰქონდათ.
ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ, ლეო ნამდვილი კულეა, რომელმაც მეეჭვება „ბარსა“ დატოვოს. ჩავი ყატარში წავიდა, ინიესტა „ვისელ კობეში“, პუიოლმა კარიერა დაასრულა, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა გუნდისთვის იმდენი გააკეთეს, რომ კონტრაქტში ეს პუნქტი უნდა ჰქონოდათ. დარწმუნებული ვარ, მესი აქ დარჩება 2021 წლის შემდეგაც“, - თქვა ბართომეუმ.