პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და მასპინძლებთან 1:2 დამარცხდა.
შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის უპირატესობით დაიწყო. ანგარიში კი მე-6 წუთზე გაიხსნა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ოთარ მამაგეიშვილმა მიიღო და მეტოქეთა კარის აღება არ გასჭირვებია.
საქართველოს ნაკრებმა მომენტები ამის შემდეგაც შექმნა, თუმცა პოლონელებმა 70-ე წუთზე ჩიელემეცკის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. მატჩი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე ვლოდარჩიკმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.