ფეხბურთი

20:08 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სმოლინგი: "სერია A-ში თამაში ყოველთვის მინდოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" "რომაში" განათხოვრებულმა კრის სმოლინგმა განაცხადა, რომ პრემიერლიგაში მიღებული გამოცდილება მას იტალიაში დაეხმარება და სერია A-ში თამაში ყოველთვის უნდოდა.

"ყოველთვის ვფიქრობდი რომ იტალიაში თამაში კარგი იდეა იქნებოდა, რადგან აქ მცველები კარგ გამოცდილებას იღებენ. ახლა კი მაინტერესებს ინგლისში მიღებულ გამოცდილებას აქ როგორ გამოვიყენებ. რგორც გავიგე ფონსეკა შემტევ სტილს ამჯობინებს და უნდა მცველები შეტევებში ჩაერთნონ ხოლმე. მომწონს ეს სტილი და ამისთვის მზად ვარ." - განაცხადა პრესკონფერენციაზე სმოლინგმა.

ინგლისელი მცველი "რომაში" ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. სმოლინგმა გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. კრისს სეზონის შუა პერიოდში ტრავმა ჰქონდა და რამდენიმე მატჩი გაუცდა.

სტატისტიკა
0.223919