ამ უქმეებზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართება. შაბათს “გურია” ბოლო დროს მოფერიანებულ “სპარტაკს” უმასპინძლებს. ცხინვალელებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს და ამას თუ საქართველოს თასზე “საბურთალოს” ძლევას და მერვედფინალში გასვლას დავუმატებთ, ცუდ ხასიათზე არ უნდა იყვნენ. ლანჩხუთელებმა კი ასევე თასის საპასუხო შეხვედრაში, გასულ სამშაბათს ქვედალიგელ თერჯოლის “საპოვნელასთან” შინ პენალტებით წააგეს და ახლა საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას ეცდებიან.
ტურის ცენტრალური მატჩი კი თბილისში, “მიხეილ მესხზე” გაიმართება. “სიონი” “დილას” მასპინძლობს. გორელებმა წინა ტურში თბილისის “დინამოსთან” უგოლო ფრე ითამაშეს და მე-5 ადგილამდე დაქვეითდნენ, ამიტომ შაბათს არაფერს დათმობენ, “სიონთან” თამაში კი მოგეხსენებათ, ყველას უჭირს.
კვირის მატჩებიდან “სამტრედია” – ბათუმის “დინამოსა” და “ზუგდიდი” – “ტორპედოს” შეხვედრებს გამოვარჩევდით. “სამტრედიას” იმიტომ, რომ გელა სანაიამ საინტერესო გუნდი ჩამოაყალიბა და ლიდერ “დინამოსაც” კვალში უდგას. ახლა მოდუნება არაფრით შეიძლება, ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. ამიტომ გამარჯვებისთვის არაფერს დაიშურებენ. თავის მხრივ, ბათუმელებმა ბოლო ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს და უკან არც ისინი დაიხევენ.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, “ზუგდიდი” ერთადერთი გუნდია ლიგაში, ვისაც ჯერ არ გაუმარჯვია. კვირას, დიდი ხნის შემდეგ, ისინი პირველად ითამაშებენ საკუთარ ქალაქში: “ბაიას” საწვრთნელ ბაზაზე. მოგეხსენებათ, შარშან ზუგდიდელები საშინაო მატჩებს განმუხურში ატარებდნენ. წლეულს კი სტუმრებს ქუთაისში უხვდებოდნენ. ბედის ირონიით, ამჯერად მათი სტუმარი სწორედ ქუთაისის “ტორპედო” იქნება.
მე-8 ტური
4 ოქტომბერი
გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი)
ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00
დისკვალიფიცირებული: ალექსანდრე კოშკაძე (გურია)
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, ხ. გაგნიძე
სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი)
თბილისი. “მიხეილ მესხი.” 15:00
დისკვალიფიცირებული: ილია კანდელაკი (სიონი)
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ. ფიფია, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი, დ. სანოძე, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)
ზესტაფონი – კოლხეთი (ფოთი)
ზესტაფონი. “დავით აბშიძე.” 16:00
დისკავლიფიცირებული: რენე ფერეირა დოს სანტოსი (ზესტაფონი)
მსაჯები: ბ. ნინუა, ლ. ვარამიშვილი, ა. კოკაია, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
5 ოქტომბერი
ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00
დისკვალიფიცირებულები: ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა); ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია)
მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, ა. ნონიკაშვილი
ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი)
ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 15:00
დისკვალიფიცირებული: ლაშა კუკავა (ზუგდიდი)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)
სამტრედია – დინამო (ბათუმი)
სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
შუქურა (ქობულეთი) – მეტალურგი (რუსთავი)
ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00
დისკვალიფიცირებული: კახაბერ კაკაშვილი (მეტალურგი)
მსაჯები: ჯ. ხორავა, ზვ. ერქვანია, ი. კაკაბაძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)
დინამო (თბილისი) – მერანი (მარტვილი)
თბილისი. “დინამო არენა.” 18:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, ლ. კვარაცხედლია (სათადარიგო)
პირდაპირი ტელერეპორტაჟი პირველი არხით
1. | დინამო (თბილისი) | 7 | 5 | 1 | 1 | 14:6 | 16 | |
2. | სამტრედია | 7 | 4 | 1 | 2 | 8:6 | 13 | |
3. | სპარტაკი | 7 | 4 | 1 | 2 | 6:6 | 13 | |
4. | ტორპედო | 7 | 3 | 3 | 1 | 8:5 | 12 | |
5. | დილა | 7 | 3 | 2 | 2 | 8:3 | 11 | |
6. | ვიტ-ჯორჯია | 7 | 3 | 1 | 3 | 9:6 | 10 | |
7. | დინამო (ბათუმი) | 7 | 3 | 1 | 3 | 8:8 | 10 | |
8. | ჩიხურა | 7 | 3 | 1 | 3 | 7:8 | 10 | |
9. | მეტალურგი | 7 | 2 | 3 | 2 | 9:8 | 9 | |
10. | გურია | 7 | 2 | 3 | 2 | 6:12 | 9 | |
11. | ზესტაფონი | 7 | 2 | 2 | 3 | 15:10 | 8 | |
12. | სიონი | 7 | 2 | 2 | 3 | 8:9 | 8 | |
13. | მერანი | 7 | 2 | 1 | 4 | 6:8 | 7 | |
14. | კოლხეთი | 7 | 2 | 1 | 4 | 6:10 | 7 | |
15. | შუქურა | 7 | 1 | 4 | 2 | 5:11 | 7 | |
16. | ზუგდიდი | 7 | 0 | 3 | 4 | 4:11 | 3 |
მეგოლეები:
4-შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)
2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.