სხვა

16:17 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

7-8 სექტემბერს არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი ჩატარდება

7-8 სექტემბერს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, გერმანიის, ისრაელის, რუსეთის, საბერძნეთის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები მიიღებენ.

ტურნირი 2014 წლიდან ტარდება, 2016 წლიდან კი სამბოს საერთაშორისო ფედერაციის კალენდარშია შეტანილი.

შეჯიბრებები ქალთა და მამაკაცთა შორის 9-9 წონით კატეგორიაში ჩატარდება. ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონია 7 სექტემბერს, 17:30 საათზე გაიმართება. გახსნის ცერემონიასა და ფინალურ შეხვედრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრება.

https://www.interpressnews.ge

0.113219