ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩში, რუსეთის ნაკრები პოლონელებთან 74:79 დამარცხდა და პლეი ოფში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.
სერგეი ბაზარევიჩის შეგირდებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 22:16 მოიგეს. მაგრამ ნელ-ნელა პოლონელებმა თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. განსაკუთრებით იყოჩაღეს მეოთხე მეოთხედში, როცა რუსებს 9 ქულით აჯობეს.
ახლა ტურნირზე ბრძოლის გასაგრძელებლად, რუსებს არგენტინის ნაკრების ორი მარცხი, თავად კი ვენესუელას დამარცხება სჭირდებათ, რაც ნაკლებ სავარაუდოა.