ფეხბურთი

9:07 | 6.09.2019 | ნანახია 1588 - ჯერ

დანიამ 1913 წლის შემდეგ სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში, გუშინ ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლებაც ითამაშეს. დანიის ნაკრებმა გიბრალტარის ეროვნულ გუნდს სტუმრად 6:0 მოუგო. ეს დანიელთა სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება გახლდათ 1913 წლის შემდეგ, როცა მათ შვედები დაამარცხეს 10:0.

დანიელთა ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა ორი პენალტი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. კიდევ ერთი დუბლი კრისტიან გიტკიაერმა მიითვალა. თითოჯერაც რობერტ სკოვმა და ტომას დელეინიმ გამოიჩინეს თავი.

D ჯგუფის მეორე მატჩში ირლანდია შვეიცარიას დაუზავდა - 1:1. მთავარი ამბები ბოლო 15 წუთში მოხდა. 74-ე შვეიცარიელმა შერმა გახსნა ანგარიში. 85-ზე კი მაკგოლდრიკმა გაათანაბრა.

ჯგუფს 11 ქულით ირლანდია ლიდერობს. მეორე ადგილზე დანიაა 8 ქულით, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს. 5 ქულიანი შვეიცარია მესამე პოზიციაზე დგას, მაგრამ ლიდერთან შედარებით ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. მეოთხეზე 3-ქულიანი საქართველოა, ბოლოზე -უქულო გიბრალტარი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:16 | 06.09.2019
araza-1918 (6330)

ლორია
კაკაბაძე კაშია ტაბიძე ხარაბაძე
გვილია კიტეიშვილი
ანანიძე ოქრიაშვილი ყაზაიშვილი
ქვილითაია

17:10 | 06.09.2019
alfadhirhaiti (7530)

.

17:10 | 06.09.2019
alfadhirhaiti (7530)

მოიგო.

14:54 | 06.09.2019
sabonis (9584)

იმედია 8-ში ამ შედეგს ვერ გააუმჯობესებენ.DDD

13:51 | 06.09.2019
salazar (1835)

აი ირლანდია ყოველთვის იმაზე ორჯერ მაგრად თამაშობს ვიდრე შეუძლია, ჩვენ კიდე პირიქით ვართ.

0.126826