ისტორია

9:46 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

6 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1913. დაიბადა ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. “ფლამენგოსა” და “სან პაულუს” შემადგენლობაში ჩაატარა 390 მატჩი, გაიტანა 290 გოლი. პირველად მან შეასრულა “მაკრატელათი” წოდებული დარტყმა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რადიოკომენტატორად მუშაობდა შვიდჯერ მიანიჭეს პრესტიჟული ჟურნალისტური პრიზი “როკეტე პინტო”. ლეონიდასი 2004 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1920. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში უილიამ ტილდენმა უილიამ ჯონსტონი 6:1, 1:6, 7:5, 5:7, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მეორმოცე ჩემპიონი გახდა.

1920. ჯეკ დემპსიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბილ მისკე მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს ორთაბრძოლა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კრივში პირველი რადიორეპორტაჟი რადიოს პირდაპირი ეთერით გადაიცა.

1922. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში უილიამ ტილდენმა უილიამ ჯონსტონი 4:6, 3:6, 6:2, 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 42-ე ჩემპიონი გახდა.

1941. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში სარა კუკმა პაულინ ბეცი 7:5, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 55-ე ჩემპიონი გახდა.

1941. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში რობერტ რიგზმა კოვაჩი 5:7, 6:1, 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 61-ე ჩემპიონი გახდა.

1942. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში პაულინ ბეცმა ლუიზ ბროუ 4:6, 6:1, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 56-ე ჩემპიონი გახდა.

1943. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჰანტ სიმენმა ჯეკ კრემერი 6:3, 6:8, 10:8, 6:0 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 63-ე ჩემპიონი გახდა.

1948. ჩოგბურთში დევისის თასის 37-ე გათამაშების ფინალში აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრები 5:0 დაამარცხა. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.

1954. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში სეიქსასმა ჰარტვიგი 3:6, 6:2, 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 68-ე ჩემპიონი გახდა.

1959. მიხეილ მესხმა პირველი მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში და გოლიც გაიტანა. იმ დღეს ამხანაგურ მატჩში სსრკ-მა ჩსსრ-ს 3:1 მოუგო, მესხმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა. საკავშირო ნაკრებს გლაზკოვი წვრთნიდა.

1961. ბირმინგემის ”ასტონ ვილა” ინგლისის ლიგის თასის პირველი მფლობელი გახდა. ”ვილა პარკელებმა” პირველებმა მოახერხეს ინგლისის ჩემპიონობისა და ორივე თასის (საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის) დაუფლება.

1963. ამერიკის ბეისბოლის ლიგაში (MLB) მეასიათასე მატჩი ჩატარდა.

1972. მიუნხენის ოლიმპიადაზე პალესტინელი ტერორისტების მიერ აფეთქებული ბომბისა და ორდღიანი პაუზის შემდეგ, შეჯიბრება განახლდა.

1972. მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინელმა სპრინტერმა ვალერი ბორზოვმა 200 მეტრზე რბენაში ოქროს მედალი მოიგო. რამდენიმე დღით ადრე მან 100 მეტრ დისტანციაზეც საუკეთესო შედეგი აჩვენა.

1975. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში კრის მილზმა კოული 5:7, 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 89-ე ჩემპიონი გახდა.

1980. ბრიტანელმა მძლეოსანმა ჩანტალ ლენგლერმა 100 კილომეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ დისტანციის დაფარვა ლენგლერმა 7 საათში, 27 წუთსა და 22 წამში მოახერხა.

1980. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში კრის მილზმა ჰანა მანდლიკოვა 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 94-ე ჩემპიონი გახდა.

1986. მაიკლ სფინქსმა მძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის სტივენ ტენგსტადი მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1986. ჩეხოსლოვაკიელმა მძლეოსანმა იოჟეფ პრიბილინეცმა სპორტულ სიარულში სისწრაფის რეკორდი დაამყარა. მან ერთ საათში 15 კილომეტრი და 447 მეტრი გაიარა.

1992. მაროკოელმა მძლეოსანმა ნურედინ მორსელმა 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:28.86).

1994. ჰოლანდიელმა მოცურავე ქალმა ფრანსისკა ვან ალმსიკმა 200 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:56.78).

1994. ავსტალიელმა მოცურავე ტომ დოლანმა 400 მეტრზე გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:12.30).

1995. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან 1:4 წააგო. ანგარიში თემურ ქეცბაიამ გახსნა, რასაც ენდი მიოლერმა, კრისტიან ციგემ, ულფ კისტენმა და მარკუს ბაბელმა ოთხი გოლით უპასუხეს. თამაში ნიურნბერგში ჩატარდა და მას 44 ათასი მაყურებელი დაესწრო. გერმანია: კანი, ფროინდი, კოლერი, ჰელმერი, ბაბელი, ჰესლერი, მიოლერი, ციგე, შტრუნცი, კირსტენი, კლინსმანი. ნაკრებს ბერტი ფოგთსი წვრთნიდა. საქართველო: დევაძე, გუჯაბიძე, ჩიხრაძე, შელია, კუდინოვი, გოგიჩაიშვილი (კილასონია), ნემსაძე, ყაველაშვილი (არჩილ არველაძე), ქეცბაია, ქინქლაძე, შოთა არველაძე. ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

2003. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს 3:0 მოუგო. გოლები შოთა არველაძემ (2) და მიხეილ აშვეთიამ გაიტანეს. თამაში თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 18 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ქემოკლიძე, ბურდული (რეხვიაშვილი), კვირკველია, კობიაშვილი, ნემსაძე, აშვეთია, იაშვილი, ჯამარაული (ასათიანი), შოთა არველაძე (დემეტრაძე). ნაკრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია წვრთნიდა.

2004. გრემ სუნესი ინგლისური პრემიერლიგის ”ბლექბერნ როვერსის” მთავარი მწვრთნელობიდან გადადგა და ”ნიუკასლ იუნაიტედის” დამრიგებლის პოსტზე მხრცოვანი სპეციალისტი ბობი რობსონი შეცვალა.

2005. ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შედეგი უზბეკეთსა და ბაჰრეინს შორის გააუქმა, რადგან იაპონელმა არბიტრმა უხეში შეცდომა დაუშვა. ის შეხვედრა უზბეკებმა 1:0 მოიგეს და პროტესტიც მათ შეიტანეს. განმეორებითი მატჩი კი 0:0 დასრულდა და საბოლოოდ უზბეკეთი ფლეი-ოფს მიღმა დარჩა.

2006. ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადასასვლელი ტურნირის მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა სტუმრად ავსტრიის ნაკრები დაამარცხა (68:63).

2006. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი სტუმრად უკრაინის ნაკრებთან დამარცხდა (2:3). მატჩი კიევის “ოლიმპიისკიზე” ჩატარდა. ქართველთაგან გოლები შოთა არველაძემ და გიორგი დემეტრაძემ გაიტანეს. საქართველო: ჭანტურია, იმედაშვილი (კანდელაკი), ხიზანიშვილი, ასათიანი, გოგუა, კანკავა, კობიაშვილი (კაპ.), მენთეშაშვილი, აშვეთია, კვირკველია, მუჯირი, შ. არველაძე, დემეტრაძე. ნაკრებს Kლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

2008. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადასასვლელი ტურნირის მატჩში გასვლაზე ლუქსემბურგს 98:65 მოუგო.

2008. მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანულ მაინცში ირლანდიასთან 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი ლევან ყენიამ გაიტანა. შეხვედრას 14 ათასი მაყურებელი დაესწრო, ჩვენ ნაკრებს კი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

2009. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ კანადას 88:73 მოუგო, მესამე ადგილისთვის მატჩში კი ბრაზილიამ პუერტო რიკოს 61:60 სძლია.

2011. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო2012-ის შესარჩევი მატჩი გასვლაზე მალტასთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

2013. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საფრანგეთს 0:0 დაუზავდა. მატჩი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩატარდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1904. მაქსი როზენბლუმი. ამერიკელი მოკრივე. ქვემძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1930-34 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1913. ლეონიდასი (ლეონიდას და სილვა). ბრაზილიელი ფორვარდი. 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. 1934 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 19 მატჩში გაიტანა 21 გოლი. 1938 წელს არაოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მონტევიდეოს “პენიაროლში” (1933), ”ვასკო და გამაში” (1934), ”ბოტაფოგოში” (1935-36), ”ფლამენგოსა” (1936-41) და “სან პაულუში” (1942-51). 1934, 1935 და 1936 წლებში გახდა კარიოკას ლიგის ჩემპიონი. 1943, 1945, 1946, 1948 და 1949 წლებში გახდა პაულისტას ლიგის ჩემპიონი. “ფლამენგოსა” და “სან პაულუს” შემადგენლობაში ჩაატარა 390 მატჩი, გაიტანა 290 გოლი. პირველად მან შეასრულა “მაკრატელათი” წოდებული დარტყმა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რადიოკომენტატორად მუშაობდა შვიდჯერ მიანიჭეს პრესტიჟული ჟურნალისტური პრიზი “როკეტე პინტო”. ლეონიდასი 2004 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

1920. გიორგი (გოგი) ანთაძე. თბილისის ”დინამოს” ნახევარმცველი. საკავშირო პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი. საკავშირო თასის ფინალისტი. გუნდის 177 მატჩში გაიტანა 40 გოლი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. გოგი ანთაძე გარდაიცვალა 1987 წელს.

1928. რუდოლფ პლუკფელდერი. საბჭოთა ძალოსანი. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი.

1945. ფაინა მელნიკი. საბჭოთა მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1971 და 1974 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს მრავალი რეკორდი.

1953. მოჰამად კედირი. ეთიოპიელი მძლეოსანი. 10 კილომეტრზე რბენაში 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი.

1955. ანა ჰენინგი. ნორვეგიელი მოციგურავე. ციგურებით 500 მეტრზე რბენაში 1972 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1971. პაველ პატერა. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების ფორვარდი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1973. გრეგ რუსედსკი. ბრიტანელი ჩოგბურთელი (დაბადებულია მონრეალში). 1997 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში იასპარეზა.

1974. ტიმ ჰენმანი. ბრიტანელი ჩოგბურთელი. ჰენმანი ოთხჯერ თამაშობდა უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში (1998, 1999, 2001, 2002). 2004 წელს აშშ-ისა და საფრანგეთის ღია პირველობებზე ნახევარფინალმდე გააღწია.

0.140059