ჭადრაკი

21:55 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში მაია ჩიბურდანიძის ჭადრაკის აკადემია გაიხსნა

მსოფლიოს ხუთგზის და ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია საზეიმოდ გაიხსნა დიდ დიღომში.

საზეიმო ცერემონიას ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წარმომადგენელი ნანა ალექსანდრია, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი,ზურაბ აზმაიფარაშვილი,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, განათლების,კულტურის,ხელოვნების და სპორტის სამინისტროს-სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე,განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს დეპუტატები:ავთო ცინცაძე,დავით ჭელიძე და დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.

აკადემია დიდი დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N32-ში გაიხსნა და სწავლება ლეგენდარული ჩემპიონის საავტორო პროგრამით წარიმართება. აკადემიის გახსნასთან ერთად დღეს საჭადრაკო ფესტივალი ‘მაიას თასიც’ გაიხსნა რომელიც ტრადიციულია და 2004 წლიდან იმართება.

ფესტივალის ფარგლებში 4 ტურნირი გაიმართება და 5 ქვეყნის 150-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ოთხივე ტურნირის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

0.165983