ფეხბურთი

20:02 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოკაზაკი "უესკაში" გადავიდა

იაპონიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მალაგას' ყოფილი ფეხბურთელი სინძი ოკაზაკი კარიერას "უესკაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ოკაზაკი "მალაგას" მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს "ლესტერიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა ლა ლიგამ ფეხბურთელი ვერ დაარეგისტრირა, რადგან კლუბი ფინანსურ ფეირ პლეის პრინციპებს არღვევდა და იაპონელი კვლავ თავისუფალი აგენტის სტატუსით "უესკას" შეუერთდა.

სინძი "ლესტერის" რიგებში 2015-19 წლებში თამაშობდა და ინგლისის ჩემპიონი გახდა. იაპონიის ნაკრებში ოკაზაკის 119 მატჩი აქვს ჩატარებული, გაიტანა 50 გოლი და აზიის თასის მფლობელი გახდა. რაც შეეხება სინძის ახალ გუნდს, "უესკა" გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ში დაქვეითდა და მიმდინარე სეზონში სამ ტურში ექვსი ქულა მოაგროვა.

0.118017