ფეხბურთი

16:25 | 5.09.2019 | ნანახია 746 - ჯერ

მათე ცინცაძე კარიერას ლატვიაში გააგრძელებს

მათე ცინცაძე კარიერას ლატვიურ „იელგავაში“ გააგრძელებს. ბალტიისპირული გუნდის ვებგვერდის ცნობით, ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ცინცაძე „იელგავას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდის მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდა გურამ ლუკავასა და ირაკლი ბიძინაშვილის შემდეგ.

24 წლის ფეხბურთელი აქამდე თბილისის „ლოკომოტივის“, „დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. უცხოეთში კი პოლონური „პოგონის“ რიგებში ირჯებოდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:48 | 05.09.2019
rigeli (1147)

ეხლა მაქვს საშვალება პირადატ გავიცნო ეს კეტილი და კარგი ადამიანი ჩემი საყვარელი ტორპედოდან

18:27 | 05.09.2019
alfadhirhaiti (7530)

კი, ბატონო, იმედია, ახლა არ გამოიძახებენ ნაკრებში.. ასეთ გუნდებში მობურთალთათვის დახურული უნდა იყოს ნაკრების კარი.

0.121819