სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:18 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოსტა რიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადადგა, რადგან...მოიწყინა

კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების არგენტინელ-ურუგვაელმა მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო მატოსასმა თანამდებობა დატოვა. სპეციალისტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მოწყენილობის გამო მიიღო.

„არ ვიცოდი თუ ნაკრების მწვრთნელობა ასეთი მოსაწყენი იყო. ძნელია, რადგან ფეხბურთელებთან ყოველდღიური მუშაობის საშუალება არ მაქვს. ხანდახან მგონია, რომ შვებულებაში ვარ. ჩემს მოთამაშეებს ორ თვეში ერთხელ ვხედავ, ისიც რამდენიმე დღით. მეგონა, ეს პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ძალიან მოვიწყინე. მთელი დღე ფილმების ცქერით და თამაშებით ვერთობი. ასეთი ცხოვრება არ მომწონს.“ - უთხრა მატოსასმა Goal-ს.

52 წლის სპეციალისტმა კოსტა რიკის ნაკრები შარშან ოქტომბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კოსტარიკელები კონკაკაფის ოქროს თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118302