ფეხბურთი

9:06 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლოკომოტივმა“ კვირკველია ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე ფეხბურთელების განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი, სოლომონ კვირკველიაც მოხვდა. სულ განაცხადში 22 მოთამაშეა.

D ჯგუფში „ლოკომოტივთან“ ერთად ტურინის „იუვენტუსი,“ მადრიდის „ატლეტიკო“ და ლევერკუზენის „ბაიერი“ ითამაშებენ. პირველ მატჩს რკინიგზელები „ბაიერთან“ ჩაატარებენ 18 სექტემბერს სტუმრად.

საინტერესოა, რომ რუსეთის ახლადდაწყებულ ჩემპიონატში 8 ტური მიილია და კვირკველიას ტრავმის გამო არცერთ მატჩში უთამაშია. ამ მიზეზით არ არის ის სანაკრებო შეკრებაზეც.

0.112973