ფეხბურთი

0:52 | 5.09.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამხრეთ კორეასთან სპარინგის წინ კომენტარი გააკეთა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მათთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და დანიასტან არასასრუველი შედეგის შემდეგ რეაბილიტაცია სურთ.

სლოვაკმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი და მურთაზ დაუშვი დაუბრუნდნენ და იქვე აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს შანსი ეძლევათ, რომ შანსი გამოიყენონ - ვაისს ამის დიდი იმედი აქვს.

„ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვერკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით.

მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის“, - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი ვაისის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დღეს სამხრეთ კორეას სტამბოლში ამხანაგურად გაეჯიბრება და მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. შემდეგ კი თბილისში დაბრუნდება და დანიასთან 8 სექტემბერს გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:57 | 07.10.2020
araza-1918 (6330)

რა მოტივით დართეთ უფლება 2 დღით ადრე მაგ გადაწყვეტილებამდე ჩაეტარებინა აქცია ინაშვილის რუსეთუმეებს
ანდა ავტობუსებით რომ მირეკეთ მთელი საქართველოდან საჯარო მოხელეები დენდროპარკთან მაიმუნეების სანახავათ და ზედახორა გაამართვინეთ მაშინ არ იყო კორონავირუსი

00:46 | 07.10.2020
araza-1918 (6330)

ამ მატში ბელორუსიის ნაკრებთან ერთად ჩვენი მოწინააღმდეგე არის დღევანდელი ხელისუფლება ბიძოს მეთაურობით არც ერთ ხმას გულშემატკივრებისაგან ეს მთავრობა არ მიიიღებს

18:44 | 06.10.2020
dinamo222 (8587)

საერთოდ ფედერაცია გვყაავს ? @ ხმას რატომ არ იღებენ ასეთ უსამართლობებზე ?თუმცა ხმს ამოღებას ვინ ჩივის თვითონ იქცევიან ჩმორებივით და უსამართლოდ--ძლივს უეფამ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო მაყურებლებთან დაკავშირებით და ამ საქონლებმა რა ქნეს @ თვითონ მიიღეს ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მოკლედ 30 ში სანაგვეზე უნდა გადავყაროთ ნაც-ქოცების ბბანდა !თორემ კიდევ 4 წელი მტერმა უყუროს ამ უსაქმურ ნაგვებს@

19:51 | 06.10.2020
lagashi (6738)

Mesame zala ar arsebobs.... koaliciur mtavrobas mivigebt da ikac es ori gundi ikneba dominanti

19:16 | 06.10.2020
nugo1113 (1656)

სამეგობროში, სანათესაოში , სანაცნობოში 1-2 კაცი თუ იქნება მარტო ვინც ოცნებას უჭერს მხარს, იგივე ნაცებზეც ვერავინ ვერ იტანს ორივე პარტიას და ძაან მაინტერესებს როგორ აპიებენ დარჩენას კიდე 4 წელი ან ხელმეოედ მოსვას :/ ...

18:52 | 06.10.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

არა მეგობარო,ესენი თავისი ფეხით არ წავლენ,ნაცებმა ყველა უბედურების მერე ერთი ნორმალური მაინც გააკეთეს,ნორმალურად წავიდნენ,არჩევნებით,ამათ შანთით თუ ამოაძრობ

18:33 | 06.10.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

გიუმრიში არ შეიძლებოდა თამაშის ჩატარება ?
საქართველოს საზღვართან ახლოსაა, ავტობუსით გადავიდოდნენ უცბად. მანდ არანაირი საფრთხე არაა მოსალოდნელი. კონფლიქტის ზონიდან შორსაა და თან რუსეთის ბაზაა განლაგებული - აზერები ვერაფერს გაბედავდნენ

18:37 | 06.10.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ეს სად,აფხაზეთის დროშა რომ გვიფრიალეს ჩვენმა ,,ძმებმა"?

18:28 | 06.10.2020
dinamo222 (8587)

აი ასეა ჩვენ ყველა ყველგან გვჩაგრავს @ სიტუაცია პირიქით რომ ყოფილიყო სომხეთში ჩაატარებდნენ მარტო საპასუხოს კი არა ორივე თამაშს@

18:30 | 06.10.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ეგ კი არა მეშინია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სომხეთში არ აიძულონ ეროვნულს გამგზავრება

18:46 | 06.10.2020
dinamo222 (8587)

სულაც არ გამიკვირდება !

18:21 | 06.10.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

...თუ ორივე ქვეყანაში აზერბაიჯანი და სომხეთი იგულისხმეს!? ვერაფერი გავიგე,რაც ჩვენმა მთავრობამ მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო იმ დროიდან დავკარგე აზროვნების უნარი

18:19 | 06.10.2020
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

მოიცა ჩვენ რაღა დავაშავეთ??? ირლანდიას მახსოვს ირლანდიაში ვეთამაშეთ და საშინაო მატჩი ნეიტრალურზე...ესენი ვინები არიან ბუჯო,რავა ყველა სირობაზე თანხმდებიან

18:01 | 06.10.2020
Erovnuli-Nakrebi (11812)

უარესი ჩვენთვის. მეტი ხანი მოგვიწევს ფრენა და უფრო დავიღლებით

03:50 | 07.10.2020
alfadhirhaiti (7530)

სომხები არ დაიღლებიან?

0.066765