ჩოგბურთი

10:17 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ამერიკის ღია პირველობას დაემშვიდობა. დიმიტროვი ნახევარფინალშია

US Open-ის მეოთხედფინალში, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, 78-ე ჩოგან ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან ხუთ სეტში 6:3, 4:6, 6:3, 4:6, 2:6 წააგო. მატჩი 3 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ეს 28 წლის ბულგარელის პირველი გამარჯვებაა ფედერერთან კარიერის განმავლობაში. მანამდე შვიდჯერ ფედერერს მოეგო.

დიმიტროვი „დიდი სლემის“ ნახევარფინალში მესამედ გავიდა, 2014 წლის უიმბლდონისა და 2017-ის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ.

ნახევარფინალში დიმიტროვი რუს დანილ მედვედევს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ასევე შვეიცარიელ სტენ ვავრინკას სძლია.

0.121755