ფეხბურთი

0:18 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინიმ ოპერაცია გაიკეთა და 6 თვე იუქმებს

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ოპერაცია გაიკეთა. როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება, 35 წლის ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა ინსბრუკში, კლინიკა ჰოხრუმში პროფესორ კრისტიან ფინკის ხელმძღვანელობით ჩაუტარდა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა ვეტერანი ფეხბურთელი სარეაბილიტაციო კურსის გავლას დაიწყებს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ჯორჯო მოედანზე გასვლა 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში არ შეიყვანა და ამ გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობა იანვარში ექნება.

აქვე ვთქვათ, რომ ტურინელებმა ჯგუფური ეტაპის განაცხადში მარიო მანჯუკიჩი და ემრე ჯანიც არ შიეყვანეს.

რაც შეეხება კიელინის, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების დაზიანება „ნაპოლისთან“ მატჩისწინა ვარჯიშზე მიიღო. იტალიელმა მიმდინარე სეზონში ერთხელ თამაში მოასწრო და გოლიც გაიტანა.

0.1177