ფეხბურთი

17:28 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი დე ლიხტზე: "დასკვნები ნაადრევია, გაიხსენეთ ჩემი დებიუტი "ბარსელონაში"!

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი დაიცვა და განაცხადა, რომ ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

დე ლიხტის დებიუტი „ნაპოლისთან“ შედგა, მაგრამ არცთუ წარმატებული, რადგან მისმა გუნდმა 3 გოლი გაუშვა. ჰოლანდიელს პრობლემები განსაკუთრებით მას შემდეგ შეექმნა, რაც მეორე ტაიმში მოედანზე მექსიკელი ირვინგ ლოზანო გამოჩნდა. თუმცა, კუმანი მიიჩნევს, რომ შეფასება და დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა.

„დე ლიხტს ლოზანოს წინააღმდეგ ძმიმე წუთების გადატანა მოუწია, მაგრამ ჩვენ ძალიან ადრე ვაფასებთ მის თამაშს. შემიძლია გაჩვენოთ გაზეთები რას წერდნენ ჩემზე, როდესაც „ბარსელონაში“ დებიუტი მქონდა.

დე ლიხტი მარჯვენა ცენტრალურ მცველია და აშკარაა, რომ სერია A-სთან ადაპტირებისთვის დრო სჭირდება. უნდა მივცეთ მშვიდად მუშაობის საშუალება“, - თქვა კუმანმა.

აღსანიშნავია, რომ დე ლიხტი ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (2018-2019 წლების სეზონის) და კუთვნილი პრიზიც ჩაიბარა.

„ეს ოცნებაა, ძალიან ამაყი ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც დამეხმარნენ, ჩემი ოჯახით, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერს. „იუვე“? ახალ ქვეყანაში გადავედი და ვიცი, რომ ადვილი არაფერია. იტალიაში მძიმე შრომას გავაგრძელებ, რომ ძველი თაობის მოთამაშეების, კუმანის, ვან პერსის, რობენის და ვან გაალის მსგავსად წარმატებას მივაღწიო“, - თქვა დე ლიხტმა.

0.11324