„დინამო თბილისის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი აბდელ მეჯუბი კარიერას ფრანგულ „ბორდოში“ გააგრძელებს. 22 წლის ალჟირელმა ჟირონდელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
როგორც „ბორდოს“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მეჯუბი თავდაპირველად დუბლშემადგენლობაში ითამაშებს, მაგრამ ბუნებრივია, სამწვრთნელო შტაბს თავს თუ მოაწონებს, ვინძლო, ლიგა 1-ში თამაშის შესაძლებლობაც მიეცეს.
შეგახსენებთ, რომ მეჯუბი „დინამომ“ მიმდინარე წლის დასაწყისში დაიმატა და 22 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუ ისე ჩვენში რო დარჩეს
მილიარდელმა კაცმა უკეთესი ვერ იპოვა ეს რო არ ყავდეს ყოველდღე სახეხად ? 



სულ მიკვირდა ასეთ ერთგულებას როგორ ახერხებს მესი თქო და მართლა მშვენიერი ქალი დამდგარა მაგის ცოლი
მესამე ფოტოს მიაქციეთ ყურადღება. მესის მკლავზე ვიქტორა სანიკიძე რატომ ახატია ?