ფეხბურთი

13:53 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„პალმეირასმა“ სკოლარი დაითხოვა

ბრაზილიური „პალმეირასის“ ხელმძღვანელობამ, გადაწყვიტა მთავარ მწვრთნელ ლუის ფელიპე სკოლარისთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტოს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბოლო ოთხ ტურში „პალმეირასმა“ სამჯერ ფრედ ითამაში და ერთი მატჩი ეწააგო „ფლამენგოსთან“ – 0:3. ამასთან, სან პაულუს გუნდი ლიბერტადორესის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა. ორი შეხვედრის ჯამში პორტუ ალეგრის „გრემიუსთან“ დამარცხდა.

2018 წლის ბოლოს სკოლარიმ კარიერაში მესამედ ჩაიბარა „პალმეირასი.“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გასულ სეზონში ბრაზილიის ჩემპიონი გახადა.

მიმდინარე სეზონში, 17 ტურის შემდეგ, გუნდი მეხუთე ადგილზეა. ლიდერ „ფლამენგოს“ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სკოლარი ბრაზილიის და პორტუგალიის ნაკრებებში მუშაობითაა ცნობილი. ბრაზილიელებს მან 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოაპოვებინა, პორტუგალია კი ევრო 2004-ის ფინალში გაიყვანა.

ასევე, ცნობილი კლუბებიდან მას „გრემიუში,“ „კრუზეირუსა“ და „ჩელსიში“ უმუშავია.

0.117653