ფეხბურთი

13:18 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტომეუ ნეიმარის ტრანსფერზე: „მთელი საფეხბურთო სამყაროს სასაცილო არ გავხდებით“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ, ძალიან მაღალი ჩათვალა „პარი სენ-ჟერმენის“ მოთხოვნები ნეიმარის ტრანსფერის გამო. პარიზელები ბრაზილიელში 150 მილიონ ევროს ითხოვდნენ, პლუს ჟან-კლერ ტადიბოს, ივან რაკიტიჩსა და უსმან დემბელეს იჯარით გაშვებას.

„ყველაფერი დამთავრდა. მთელი საფეხბურთო სამყაროს სასაცილოები არ გავხდებით.“ - ციტირებს ბარტომეუს სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის დასაწყისში ნეიმარმა პარიზული კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. მისი შეძენის მთავარი კანდიდატები „ბარსელონა,“ მადრიდის „რეალი“ და „იუვენტუსი“ იყვნენ.

ყველაზე მეტად კატალონიური კლუბი აქტიურობდა. მაგრამ, საბოლოოდ მხარეებმა ფინანსურ ასპექტში ვერ მოილაპარაკეს. ნეიმარი პარიზში რჩება.

0.115991