ფეხბურთი

12:47 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მეათედ დაასახელეს პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად

ლისაბონის კარლუშ ლოპეშ პავილიონში, გასული სეზონის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. მეათედ, პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ აღიარეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მეორე ადგილზე ყოფილი ბენფიკელი, ამჟამად კი მადრიდის „ატლეტიკოს“ ჭაბუკი მოთამაშე ჟოაუ ფელიში გავიდა. მესამეზე - „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კი ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118275