ფეხბურთი

1:32 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაურო იკარდი პსჟ-ს ფეხბურთელია

მაურო იკარდის დაუსრულებელი საგა, რომელიც ლამის მთელი ზაფხული გრძელდებოდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ოფიციალურად დასრულდა.

არგენტინელი ამიერიდან „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა როგორც ფრანგულმა გუნდმა, ისე მილანის „ინტერმა“.

საინტერესოა, რომ სანამ იკარდი პსჟ-ში გადავიდოდა, „ინტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, რომ კლუბიდან უფასოდ არ წასულიყო (ხელშეკრულება გაისად ეწურებოდა).

შეთანხმების საფუძველზე მაურო პარიზში 2020 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს, ხოლო ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ და ამისთვის 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. იკარდის აქტიურად „იუვენტუსს“ და „ნაპოლის“ უკავშირებდნენ, მაგრამ ფეხბურთელი საბოლოოდ საფრანგეთში აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ, „ინტერმა“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იკარდი გუნდის პროექტში არ ჯდებოდა და შეეძლო სხვაგან წასულიყო. ამას ისიც დაერთო, რომ კუთვნილი 9 ნომერი ჩამოართვეს და რომელუ ლუკაკუს გადასცეს.

შეგახსენებთ, მაურო იკარდი „ინტერში“ 2013 წელს გენუის „სამპდორიადან“ გადავიდა და 219 მატჩში 124 გოლის გატანა შეძლო. ამ შედეგით 26 წლის ფორვარდი „ნერაძურის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მერვე ადგილზე დამკვიდრდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156595