უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი ევგენი კონოპლიანკა სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს. დონბასური გუნდის ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფრომდა.
გარიგების ფინანსური დეტალები კი საჯაროდ არ გავრცელებულა. კონოპლიანკა ბოლოს „შალკეს“ რიგებში თამაშობდა, ხოლო მანამდე „სევილიაშიც“ მოასწრო გარჯა.
29 წლის ფეხბურთელმა სახელი „დნიპროში“ გაითქვა, რომლის ღირსებას 2007-2015 წლებში იცავდა. უკრაინის ნაკრებში კი 56-ჯერ უთამაშია და 13 გოლი გაიტანა.