ფეხბურთი

23:19 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რებიჩი "მილანის" ფეხბურთელია, ანდრე სილვა - "აინტრახტის"

იტალიურმა „მილანმა“ და ფრანკფურტის „აინტრახტმა“ ბარტერი განახორციელეს და ანტე რებიჩი იტალიაში გადავიდა, ანდრე სილვა კი გერმანიაში.

გარიგების საფუძველზე ხორვატი ფეხბურთელი „როსონერიში“ 2-წლიანი იჯარით ითამაშებს და ზუსტად იგივე პირობების პორტუგალიელი „აინტრახტის“ ღირსებას დაიცავს.

რებიჩს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან „ფიორენტინასა“ და „ვერონაში“ უთამაშია, ფრანკფურტელებს კი 2017 წელს შეუერთდა. რებიჩი 2018 წელს მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი გახდა ხორვატიის ნაკრების რიგებში და მუნდიალზე 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ანდრე სილვას, „მილანმა“ 2017 წელს შეიძინა, მაგრამ წარუმატებელი სეზონის მერე შარშან განათხოვრების წესით „სევილიაში“ გაატარა.

0.145205