ფეხბურთი

21:15 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "წარმომიდგენია როგორ მომხიბვლელ ატმოსფეროში მომიწევს თამაში"

თურქული „ქონიასფორის“ ფეხბურთელის რანგში ლევან შენგელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. 23 წლის შემტევის განცხადებით, ახალ გუნდში თბილად მიიღეს და მოუთმენლად ელოდება პირველ შეხვედრას.

ლევანმა ასევე ხაზი გაუსვა „ქონიასფორის“ სტადიონს და თქვა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა. ცნობისთვის, ვთქვათ, რომ თურქული გუნდის საშინაო არენა 42 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს და სულ ახლახა, 2014 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.

„იმ მომენტიდან რაც ქონიაში ვიმყოფები, სტადიონმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წარმომიდგენია, რომ აქ მომხიბვლელი ატმოსფერო მელოდება. ტრანსფერამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს და ამით ბედნიერი ვარ. ერონული ნაკრების მატჩების შემდეგ კი ქონიაში დავრუნდები და დავიწყებ მუშაობას. ძალიან თბილად მიმიღეს და მადლობა ამისთვის. ახლა ჩემი მიზანია „ქონიასფორს“ სარგებელი მოვუტანო და მაღალ დონეზე ვითამაშო. მივესალმები ჩვენს ქომაგებს და მოუთმენლად ველოდები აქ თამაშს“, - თქვა შენგელიამ თეთრ-მწვანეების ვებგვერდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი თურქულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2+1-წლიანი კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა. „ქონიასფორს“ თურქულ სუპერლიგაში სამ ტურში სამი ფრე აქვს და მომდევნო მატჩს 15 სექტემბერს, სტუმრად „დენიზლისფორთან“ გამართავს.

0.131073