მადრიდის „რეალმა“ და „პარი სენ ჟერმენმა“ მეკარეები გაცვალეს. როგორც ორივე გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კეილორ ნავასი პსჟ-ში გადავიდა, ხოლო ალფონს არეოლა - „რეალში“.
ფრანგი მეკარე „სამეფო კლუბში“ 2020 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს, თუმცა ესპანელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. კეილორ ნავასი კი თავის მხრივ პარიზში სრულფასოვანი კონტრაქტით გადავიდა.
ალფონს არეოლა პსჟ-ს აღზრდილია, მაგრამ იჯარით „ლანსში“, „ბასტიასა“ და „ვილიარეალში“ უთამაშია. გასულ სეზონში კი პარიზელთა რიგებში 31 თამაში ჩაატარა.
რაც შეეხება კოსტარიკელ ნავასს, „რეალში“ 2014 წელს „ლევანტედან“ აღმოჩნდა და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თანაც ძირითი შემადგენლობის წევრის სტატუსით. მაგრამ ტიბო კურტუას ტრანსფერის შემდეგ 32 წლის კიპერს სათამაშო დრო მკვეთრად შეეზღუდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ენფილდზე კარგ ჰანდიკაპით მოგებას ველოდები. დრაგაოზეც არ გამიკვირდება 2იანი რომ გაახერხოს კლოპომ
არაა ხელწამოსაკრავი გუნდი პორტუ ფრე არ იქნება ურიგო გასვლაზე
სახლში კი საკაიფოდ მოვუგებთ
ყველა ვარიანტში უნდა გავცდეთ პორტოს.ლივერპული და ლიგის ფლეიოფი მომენატრა
ლივერპული დაქოქილია