წლები გადის, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუზე ეს არ მოქმედებს. 34 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ნაპოლისთან“ შეხვედრაში 92 მეტრი 10 წამში გაირბინა.
მატჩის მე-15 წუთზე, როდესაც „იუვენტუსი“კუთხურისას თავს იცავდა, რონალდუ საკუთარი გუნდის საჯარიმოში იყო, მაგრამ ტურინელებმა სწრაფი კონტრშეტევა დაიწყეს და კრიშტიანუ მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა.
როგორც გაირკვა, პორტუგალიელმა 33.12 კმ საათში სიჩქარით ირბინა და 92-მეტრიანი დისტანცია ზუსტად 10 წამში დაფარა. მისმა გუნდმა კი საუცხოო კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც დანილოს შედეგიანი დარტყმით დასრულდა.