ფეხბურთი

18:15 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კიაერი "ატალანტას" ფეხბურთელია

დანიის ნაკრების კაპიტანი სიმონ კიაერი ამიერიდან ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს. იტალიური გუნდის ვებგვერდმა აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კიაერი „ატალანტას“ ესპანური „სევილიადან“ შეუერთდა, რომლის ღირსებას 2017 წლიდან იცავდა, ხოლო მანამდე „ფენერბახჩესა“ და „ლილში“ ირჯებოდა.

აღსანიშნავია, რომ დანიელს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან ჯერ „პალერმოში“ ირჯებოდა, შემდეგ „რომაში“ და აპენინზე 7-წლიანი პაუზის შედმეგ დაბრუნდა. გარდა ამისა, ასევე უთამაშია „მიდტიულანდსა“ და „ვოლფსბურგის“ რიგებშიც.

აღსანიშნავია, რომ კიაერი „ატალანტაში“ მარტინ შკრტელს შეცვლის, რომელიც ბერგამელებს ერთი თვის წინ შეუერთდა, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი დრეს ოფიციალურად გადაწყვიტა. მოტივად კი დასახელდა ჯამპიერო გასპერინის სამცველიანი ტაქტიკა, რომელთანაც ადაპტირება გამოცდილმა სლოვაკმა ვერ მოახერხა.

0.11536