ფეხბურთი

14:26 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია თურქეთში ითამაშებს

ლევან შენგელია კარიერას თურქულ „ქონიასფორში“ გააგრძელებს. ადგილობრივი გამოცემების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ შემტევს ქონიაში დღეს ელოდებიან.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლევანი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც სამხრეთ კორეასთან მატჩისთვის მზადებას სტამბოლში იწყებს.

შენგელია ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება, რადგან „დინამოსთან“ კონტრაქტი 31 აგვისტომდე აკავშირებდა. ქართველი შემტევი თურქულ გუნდთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 300 ათას ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, 23 წლის ლევან შენგელიას მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, „დინამოს“ ღირსებას 2018 წლიდან იცავდა.

რაც შეეხება „ქონიასფორს“, თურქეთის სუპერლიგაში სამ ტურში სამი ფრე ითამაშა და შესაბამისად, 3 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110245