ფეხბურთი

14:00 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი "რომაში" ითამაშებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ამიერიდან „რომაში“ ითამაშებს. სომეხი ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში უკვე ჩავიდა და კონტრაქტიც გააფორმა.

შეთანხმების საფუძველზე მხითარიანი „ჯალოროსიში“ 2020 წლის 30 ივნისამდე იჯარით დარჩება, მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა კი დამდეგ ზაფხულს იქნება შესაძლებელი.

30 წლის ფეხბურთელი „არსენალში“ 2018 წლის იანვარში გადავიდა და 56 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე კი „მანჩესტერის“, „დორტმუნდის“, „შახტარის“ „მეტალურგისა“ და „პიუნიკის“ ღირსებას იცავდა.

0.113381