ფეხბურთი

22:40 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" საჩემპიონო ბრძოლაში რჩება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის დასკვნით მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ „ჩიხურას“ უმასპინძლა და მძიმედ, მაგრამ მაინც დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეოტე ტაიმის სტარტზე გავიდა. ნიკოლოზ მალიმ მარჯვენა იაქტიურა, ელვინ ტერას გადააწოდა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა და იქ გიორგი კოხრეიძემ ყველას აჯობა - 1:0.

დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„საბურთალო“ კვლავინდებურად მესამე ადგილზეა 47 ქულით, მაგრამ ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება „ჩიხურას“ კი ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლა უკვე გაუჭირდება, რადგან სოსო ფრუიძის გუნდს 31 ქულა აქვს და მხოლოდ მეექვსე ადგილზე იმყოფება.

„საბურთალო“ – „ჩიხურა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კოხრეიძე (55)

0.114802