კალათბურთი

18:45 | 1.09.2019 | ნანახია 646 - ჯერ

აშშ-მ მოგებით დაიწყო

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარმა ფავორიტმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ჯგუფში პირველი შეხვედრა ჩეხეთს 88:67 მოუგო.

პოპოვიჩის შეგირდებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს. მატჩში ყველაზე მეტი 17 ქულა ჩეხების ლიდერის ტომაშ სატორანსკის ანგარიშზეა. აშშ-ში მეისონ პლამლის გარდა ყველა კალათბურთელმა მოახერხა მინიმუმ ორი ქულის ჩაგდება. დონოვან მიტჩელს 16 ქულა ჰქონდა, ჰარისონ ბარნსი -14, კება უოლკერი - 13.

ამავე ჯგუფში თურქეთმა იაპონიას 86:67 აჯობა. მომდევნო შეხვედრაში აშშ თურქეთს დაუპირისპირდება.

დღეს გამართულ ყველა შეხვედრაში ფავორიტებმა იმარჯვეს.

სხვა მატჩებთან შედარებით დაძაბული მატჩი გამოდგა საფრანგეთსა და გერმანიას შორის. ფრანგები მთელი თამაში წინ იყვნენ, მესამე პრიოდში 24-ქულას იგებდნენ. გერმანელებმა სხვაობა ორ ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ საფრანგეთმა 78:74 იმარჯვა.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.066662
646