დანიის სუპერლიგის მერვე ტურში საბა ლობჟანიძემ დუბლის შესრულება მოახერხა. ქართველი შემტევის გოლებით კი „რანდერსმა“ „სილკებორგი“ 2:0 დაამარცხა და სამმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა.
საბამ 31-ე წუთზე მარვინ ეგოს გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან თავით დაუცველ კარში გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მცველის უყურადღებო თამაშით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს და დამსახურებული აპლოდისმენტებიც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ დუბლი მეორედ გაიფორმა, აქამდე 28 ივლისს, „ჰობრო“ დაამწუხრა ორჯერ.
მთლიანობაში კი, სუპერლიგის 8 თამაშში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. „რანდერსი“ 8 ტურის თავზე ამდენივე ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამაზე და ქვილითაიაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ვაისმა თავდასხმაში. ამ შემოდგომაზე ყველა თამაშში ამათზე უნდა გადაანაწილოს დრო (ნუ, სიტუაციის შესაბამისად ერთადაც შეიძლება).
აღარ გვინდა ზედმეტი ექსპერიმენტები.
ეს ცენტრ ფორვარდი არაა, არც უკან მოთამაშე თავდამსხმელი.. ექსპერიმენტები ეროვნულ ნაკრებში არც უნდა ატარო თუ რა თქმა უნდა, პერიოდულად 1-2 ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში ნახვას არ მოისაზრებს ეგ ექსპერიმენტი.
არც მგონია საჭირო ცენტრფორვარდებით ნაკრების გამოტენა - არც ერთი არ უქნია ღმერთს, ბევრჯერ დავრწმუნდი ამაში.
ისე, ამის დაყენება ფორვარდზე სულაც არაა ცუდი ვარიანტი.
წარმატებებიიი.... იმედია შედარებით უკეთეს გუნდში გადავა მალეე.....
საბა კი კარგი იგროკია მაგრამ ცოტა ნორმალური ჩემპიონატი უნდა როდემდე უნდა იყოს დანიაში ან წესიერ გუნდში რომ იყოს კოპენჰაგენი ბრონდბიო ან ოლბორგი კიდე კარგია მაგრამ ეს რანდერსი მაგარი ბანძი გუნდია მაჩანჩალაა აი ჰოლანდიის ჩემპში კარგი იქნებოდა სადმე ამის ხილვა თუნდაც აუთსაიდერი გუნდი იყოს
ყოჩაღ
ხარაიშვილმაც შეაგდო... ნაკრებში!