ფეხბურთი

15:27 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძის სადებიუტო გოლი რუმინეთში (+VIDEO)

რუმინეთის ჩემპიონატში ავთო ებრალიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ვოლუნტარი“ მერვე ტურში „კრაიოვას“ მასპინძლობდა და 1:2 წააგო, თუმცა ჩვნებურისთვის ეს თამაში მაინც დასამახსოვრებელი გამოდგა.

ავთომ მე-16 წუთზე ახლო მანძილიდან მოახერხა გატანა და ეს მისთვის რუმინეთში სადებიუტო გოლი იყო. ისე კი, ახალი გუნდის რიგებში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მეორე ტაიმში „ვოლუნტარმა“ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ორი უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა. ჩვენებური მოედანზე 90 წუთი იყო.

„ვოლუნტარს“ 8 თამაშში მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121122