ფეხბურთი

13:44 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ელნენი "ბეშიქთაშში" გაანათხოვრა

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" საყრდენი ნახევამრცველი მოჰამედ ელნენი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "ბეშიქთაშში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ასევე თურქებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

ლონდონელებმა აფრიკელი მოთამაშე 2016 წელს "ბაზელიდან" 12.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ სამ სეზონში ელნენიმ 89 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ორი გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ეგვიპტის ნაკრებში მოჰამედს 75 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.119831