ფეხბურთი

11:11 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" "მონაკოსთან" ფალკაოს ტრანსფერზე მოლაპარაკება ოფიციალურად დაიწყო

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ შესაძლოა კარიერა "გალათასარაიში" დაიწყოს. როგორც თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბებმა ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

ჯერჯერობით უცნობია როგორი სახის ტრანსფერი შედგება. ფალკაო "მონაკოში" 2013 წელს "ატლეტიკოდან" გადავიდა და მას შემდეგ ორჯერ იყო განათხოვრებული "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსიში". რადამელმა ლიგა 1-ის კლუბის მაისურით ჯამში ყველა ტურნირზე 140 მატჩი ჩაატარა და 83 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111419